ვაკის რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა
10-06-2020, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

იანვარ-ივნისის მონაცემებით, რაიონის სხვადასხვა უბანში 50-ზე მეტ მისამართზე განახლდა გზის საფარი, რაც მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების აუცილებელი პირობაა. 

 

 

სამუშაოებმა ჯამურად 43 000-მდე კვ.მ ფართობის გზა მოიცვა. 

 

 

42 მისამართზე გზის საფარის მოწესრიგება დასრულებულია, 9 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

 

„რამდენიმეთვიანი პანდემიის პირობების მიუხედავად, ვეცადეთ, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესზე გავლენა არ მოეხდინა. სამუშაოები გრძელდებოდა გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს, ამ დრომდე ჩვენ შევედით 50-ზე მეტ მისამართზე და ეს პროცესი გრძელდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. 

 

 

სულ, ამ დრომდე განხორციელებულ და მიმდინარე  პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 2 345 000 ლარი გამოიყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი