გიორგი გახარია: „მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ“
10-06-2020, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ სტიმულს, გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს აუცილებლად დავიკავებთ და ეკონომიკას გავაძლიერებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქარელში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია „ქარელის ხილის" საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრისას.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია წარმატებული წარმოების კარგი მაგალითია, ის ყოველწლიურად 75 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩირს აწარმოებს და პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გააქვს.

 

 

პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ, ხოლო ფერმერებს შეფერხებების სწრაფად გადალახვის შესაძლებლობა მიეცეთ.

 

 

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის - ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში 1ჰა ატმისა და 10ჰა ქლიავის ბაღები გააშენა  და  50 ათას ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა. საწარმოს გაყიდვების საერთო მოცულობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 65%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ჩირი შეფუთული სახით  შესთავაზა. საწარმოში 45 ადგილობრივია დასაქმებული.

 

 

პრემიერ მინისტრი საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი