ტელეკომპანია პოსტ TV-ის მიერ ჩინური კომპანია სინოჰიდროსთან დაკავშირებით მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების საპასუხოდ ორგანიზაციამ „სამოქალაქო იდეა“ განცხადება გაავრცელა და დოკუმენტები გაასაჯაროვა.
„მიუხედავად იმისა, რომ „სამოქალაქო ოდეა“ არ ერევა ვიწყო პარტიული ინტერესებისა და დავალებების გარკვევა-განხილვაში, რომელიც პოსტ TV-ის ეთერიდან მომდინარეობს, მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ნათელი რომ გახდეს ჩემs მიერ ტვ. პირველის სიუჟეტში ნათქვანი ფაქტები, თავს ვალდებულად ვთვლი გავასაჯაროვო დოკუმენტები,“ - აცხადებს „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
„სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენი ამოცანა არ არის ჩავერთოთ ვიწყო პარტიული ინტერესებისა და დავალებების გარკვევა-განხილვაში, რომელიც პოსტ TV-ის ეთერიდან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დამაჯერებელი და ავტორიტეტულია ჩვენთვის ამა თუ იმ ტელევიზიის მიერ მომზადებული საინფორმაციო შეტევები, თავს ვალდებულად ვთვლით, მათი მაყურებლის წინაშე, ნათელი გავხადოთ ფაქტები, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი და რომელზეც ორგანიზაცია სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე საუბრობს სიუჟეტში. იმედს ვიტოვებთ, სიმართლის ძიებაში მყოფი ტელევიზია, პოსტ TV, სათანადოდ გააშუქებს ჩვენს მიმართვას.
აქვე, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვთავაზობთ თანამშრომლობას, ვინაიდან შემდეგი კვირების განმავლობაში, სამოქალაქო იდეა კიდევ ძალიან ბევრ ამბავს ახდის ფარდას, იმ ჩინური კომპანიების შესახებ, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ და მუდმივად თავის მართლება რომ არ მოუწიოთ, მზად ვართ, ყველა დოკუმენტი გავუზიაროთ.
თქვენ დოკუმენტებს ითხოვთ.
არავითარი პრობლემა. არ მიფიქრია რომ ჟურნალისტური გამოძიება საპროკურორო დასკვნა უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ამ სიუჟეტში და როგორც დაგპირდით, კიდევ ძალიან ბევრს ვიტყვით შემდეგი თვეების განმავლობაში, იმ ჩინური კომპანიების შესახებ, რომელთან პარტნიორობაც საქართველოს მთავრობამ და საპარტნიორო ფონდმა აირჩია, ყოველი სიტყვა ფაქტებით არის გამყარებული.
ერთადერთი სიმართლე, რომელიც პოსტ ტივის სიუჟეტშია არის ის, რომ პირველი ხელშეკრულება სინოჰიდროსთან ქართული ოცნების მოსვლამდე დაიდო და აქ პოსტ TV მართალია. თუმცა ეს არ ათავისუფლებს, ქართული ოცნების შესაბამის თანამდებობის პირებს, არავითარი პასუხისმგებლობისგან.
პოსტ TV-ის პირველი ტყუილი: ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ საქართველოს მთავრობა ვინმემ 37 მილიონით დააჯარიმა. ასეთი ბრალდება TV პირველის სიუჟეტში არ არსებობს.
ჩვენ ვამბობთ, რომ სინოჰიდროს მიერ ინიცირებული დავა მიმდინარეობს და შესაბამისად, არსებობს ალბათობა, დიდი ჯარიმა დაგვაკისრონ. თავად სიუჟეტის ავტორიც ადასტურებს ამას და შესაბამისად სრულიად გაუგებარია ტყუილი სად არის? კიდევ ერთხელ, ტვ პირველის სიუჯეტში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მიმდინარეობს დავა და პოსტ ტივის სიუჟეტშიც ეს დადასტურებულია.
პოსტ TV-ის მეორე ტყუილი, თავად სინოჰიდროს შესახებ:
სინოჰიდროს რა თქმა უნდა საპატიო ადგილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დოკუმენტებში. ამის დასტურად იხილეთ მსოფლიო ბანკის ოფიციალური დოკუმენტი http://documents.worldbank.org/curated/en/330521476191334505/pdf/INT-FY16-Annual-Update-10062016.pdf , აფრიკის განვითარების ბანკის მიერ სინოჰიდროს გაშავების შესახებ იხილეთ აქ https://www.herald.co.zw/afdb-blacklists-sinohydro/ ასევე წაიკითხეთ აქ https://business.inquirer.net/217467/chinese-company-banned-by-world-bank-bags-ph-infrastructure-project მოყვანილი ინფორმაცია. ეს დოკუმენტები და კიდევ ასობით სტატია საერთაშორისო მედიაში ვინმეს რომ წაეკითხა, დღეს სხვა ვითარება გვექნებოდა გზების პროექტზეც და დანახარჯებზეც.
სხვათაშორის, ის არ არის ერთადერთი ჩინური კომპანია, რომელსაც საქართველოში გზების კონტრაქტები აქვს და შავ სიაში ყავს მსოფლიო ბანკს. ასევე იხილეთშესაბამისი მასალა 23-ე ბიუროს შესახებ - https://www.worldbank.org/en/news/press-release/2019/06/05/world-bank-group-debars-china-railway-construction-corporation-ltd-and-two-subsidiaries
პოსტ TV რომ იტყუება, ეს მინისტრი ცქიტიშვილის განცხადებებითაც https://droa.ge/?p=31748 დასტურდება და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ბატონი სეთურიძის ინტერვიუთიც https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/5577-რატომ-გადადგა-საავტომობილო-გზების-დეპარტამენტის-უფროსი, რომელებიც სულად არ უარყოფენ, არც შავი სიის ფაქტს და არც პრობლემებს. უბრალოდ არ მოქმედებენ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
სამწუხაროა, რომ ამხელა რესურსების მქონე ტელევიზიამ და ამასობაში ჟურნალისტმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რომ ტყუილში გვამხილა, ვერ მოაგნო იმას, რასაც ზუსტად 4 წამი სჭირდება ნორმალური სიჩქარის ინტერნეტის პირობებში.
თანამდებობის პირები, რომელთა ინტერესებზეც ვსაუბრობთ სიუჟეტში.
პირველი, სიუჟეტში საუბარია „ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ“ და არა მხოლოდ „სინოჰიდროზე“.
თავად სინოჰიდროში რომ გზების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები და სატენდერო კომისიის წევრები გადავიდნენ სამუშაოდ, ამას ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში ბატონი სეთურიძეც ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქაც, https://ipress.ge/new/gza-romelits-tadzramde-ar-migviqhvans-sagzao-proeqtebis-shavi-khvrelebi-zhurnalisturi-gamodzieba/
ღარიბაშვილთან დაკავშირებით საუბარია, კომპანია CEFC-ზე და სიუჟეტში დასახელებულია სწორედ ეს კომპანია. ჩვენ ვამბობთ, რომ პრემიერობიდან წასული ღარიბაშვილი დაინიშნა კომპანიაში, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდი თაღლითად არის გამოცხადებული. თავად დარწმუნდებით, თუ დაინტერესდებით ბუნებრივია, თანდართული მასალის საფუძველზე. CEFC-ის დანაშაულებრივი საქმიანობა დოკუმენტურად დადასტურებული და დეტალურად აღწერილი გვაქვს ჩვენს წინა კვლევაში და იხილეთ აქ https://sinopsis.cz/en/georgias-china-dream-cefcs-last-stand-in-the-caucasus/
რაც შეეხება ბატონ საგანელიძეს, ის „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორია და იმავდროულად, 2016 წლიდან ჩინური კომპანია Huahe International-ის მიწვეული მრჩეველ-კონსულტანტია. ამ ფაქტს საპარტნიორო ფონდშიც ადასტურებენ, რაც ასევე შეუძლია გადაამოწმოს პოსტ TV-მ.
კიდევ ერთხელ მივმართავთ ნებისმიერ ტელევიზიას, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, online ძიებასა და კვლევებში დახმარებისთვისაც და კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ მოგვმართონ. განსაკუთრებით პოსტ TV-ის ერთ-ერთ წამყვანთან, ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და სხვა ტელევიზიებში წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ჟურნალისტური გამოძიების სიუჟეტები სწორედ ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ მოძიებულ და დოკუმენტურად დადასტურებულ მასალებს ემყარებოდა ხოლმე.
ჩვენ დღესაც ისე ვმუშაობთ, როგორც წლების მანძილზე:
- ყველა სიტყვის უკან მტკიცებულება დგას;
- ღია ვართ მედიასთან თანამშრომლობისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.