რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ და ცაგერის მუნიციპალიტატის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,ადგილზე დაათვალიერეს სამუშაოები:
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირება.
სოფელ ქვედა ცაგერიში მიმდინარეობს ქუჩების ასფალტირება.
ქალაქ ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ მახაშში მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.
სოფელ გვესოში მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ დეხვიში ეწყობა ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი.
სოფელ ჭალისთავშიც მიმდინარეობს ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.
ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ორი ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.
გარდა ამისა,მუნიციპალიტეტში კიდევ არა ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
პროექტების განხორციელებისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხით და ვადების დაცვით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.