თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით ვებგვერდ manifest.ge-ზე ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე საათია რაც დაიწყო.
უგულავას მხარდასაჭერ პეტიციაზე, 121 ადამიანს ხელი უკვე მოწერილი აქვს. სულ კი 50 000 ხელმოწერაა იმისათვის საჭირო, რომ პეტიცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნოს განსახილველად.
18 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა "თბილსერვისის" ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.