რა მოუტანა სომხეთს ევრაზიულმა კავშირმა? - სომეხი ექსპერტების მოსაზრებები
22-09-2015, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ეეკ) გაწევრიანების შემდგომ ორ წელიწადში, სომხეთმა საგრძნობლად დათმო საკუთარი სუვერენიტეტი. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის ყოფილმა ეროვნულმა კოორდინატორმა ბორის ნავასარდიანმა განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ ევრაზიული ინტეგრაციის კრიტიკოსების თავიდანვე გამოთქმული ყველა შიში და პროგნოზი რეალობა ხდება.


მისი თქმით, ერთ-ერთი პროგნოზი იყო ის, რომ ეეკ-ში გაწევრიანება არც ერთ ეკონომიკურ უპირატესობას არ მისცემდა სომხეთს, და ახლა აშკარაა, რომ ვაჭრობის მოცულობა არა მარტო მესამე ქვეყნებთან, არამედ ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებთანაც კი მცირდება.


“ვლაპარაკობდით იმის შესახებ, რომ ჩვენი გაწევრიანება საბაჟო კავშირსა და ეეკ-ში უსაფრთხოების არანაირ გარანტიებს არ მოგვცემდა, და ახლა ვხედავთ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში ამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ დაიძაბა”- ამბობს ნავასარდიანი.


ექსპერტი აცხადებს, რომ ეეკ-ში გაწევრიანების კონტექსტში სომხეთში აშკარად გაზრდილია რეგრესული ძალებისა და ორგანიზაციების როლი.


საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების სომხური ცენტრის ხელმძღვანელი სტიოპა საფარიანი კი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ სომხეთმა ძალიან დიდი დრო დაკარგა. კერძოდ, საფარიანის თქმით, სომხეთმა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ევროკავშირთან მისთვის ხელსაყრელი პირობებით ურთიერთობების დამყარების პერსპექტივები დაკარგა.


“დაპირებები, რაც ჩვენ მოგვცეს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უბრალოდ ტყუილი და სიყალბე იყო და ამის შედეგად პირდაპირ შეიზღუდა სომხეთის სუვერენიტეტი”- აბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ირანთან ურთიერთობების საკითხშიც კი, რომლის უშუალო მეზობელია სომხეთი, გადამწყვეტი იქნება ეეკ-ს გადაწყვეტილება. ანუ სომხეთს დაკარგული აქვს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა.


საფარიანი ამბობს, რომ დღეს უკვე სომხეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის სახით, ლაპარაკობს დოლარსა და ევროზე უარის თქმის შესახებ, და აცხადებს, რომ ეს სრულიად დაუშვებელია და აუცილებელია ასეთი მთავრობის გადადგომის მიღწევა, მთავრობისა, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობას თანმიმდევრულად ანადგურებს.

 

 

tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი