საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს.
„სწორედ ამის გამო გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ამის შესახებ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ ეს ძებნილი ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, გააგრძელებდა ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამას არ ითვალისწინებს, ჩვენ გამოვთქვით წუხილი და გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები. სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის მხრიდან პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის საქმეებსა და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამ თემაზე ჩვენ დავიბარებთ უკრაინის ელჩს და მოვთხოვთ განმარტებებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე თავადაც იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.