N4 და N55 ბაღების აღსაზრდრელები შემოდგომაზე განახლებულ შენობებში დაბრუნდებიან
11-06-2020, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას განაგრძობს. 

 

 

სარეაბილიტაციო ბაღებს შორის მთაწმინდის რაიონში მდებარე N4 და N55 ბაგა-ბაღებია, რომელთა შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მათი გამაგრება-რეკონსტრუქცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. 

 

 

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი განცხადებით, ბავშვები ბაღის კუთვნილ სივრცეს შემოდგომაზე დაუბრუნდებიან. 

 

 

„აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან ორივე სააღმზრდელო დაწესებულების კონტინგენტი ამჟამად ალტერნატიულ ფართებსა და ახლომდებარე ბაღებშია გადანაწილებული და მათი დაბრუნება სტანდარტულ სამუშაო-სააღმზრდელო გარემოში აუცილებელია. პროექტის შედეგად, N4 და N55 ბაღების შენობებს ავთენტურობა შეუნარჩუნდებათ და ამასთანავე, ისინი თანამედროვე მოთხოვნებს და უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. 

 

 

პროექტების მთავარი ეტაპი - კონსტრუქციის გამაგრება დასრულებულია. ასევე, დასრულდა სველი წერტილებისა და სამზარეულოების რემონტი და სამღებრო სამუშაოები. ამჟამად, ბაღების ეზოებისა და საევაკუაციო კიბეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი