ამირან გამყრელიძე: „გთხოვთ, თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი შესაძლო კოვიდინფიცირებულად ჩათვალოთ“
11-06-2020, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ზომების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა აუცილებელია და კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი ერთი მხრივ, შემსუბუქების ნაბიჯებსა და პოლიტიკას შორის, მეორე მხრივ - მზადყოფნას შორის, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

 

 

„მზადყოფნა ნიშნავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება იყოს კოვიდის და დღეს, გთხოვთ, თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, ვისაც ტემეპერატურა ექნება მომატებული, ექნება ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, ასეთად ჩათვალოთ.

 

 

დღეს, გრიპის ვირუსი აღარ ცირკულირებს, არის რამდენიმე რესპირატორული ვირუსი, ამიტომ, ამ ტიპის სიმპტომის მქონე ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ტელეფონით, ან 112-ზე დარეკოს. საჭიროა ყველა ასეთი ადამიანის კოვიდზე გამოკვლევა ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით.

 

 

თუ ექიმთან დარეკვა არ გინდათ, შეგიძლიათ მიმართოთ ცხელების კლინიკებს, სადაც ჩაგიტარდებათ კვლევა და 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებებზე და არ არის საჭირო, რომ დარჩეთ, თუ რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება.

 

 

ადამიანს თუ აწუხებს სიმპტომები, შეუძლია, მივიდეს, აიღოს ტესტი - მას 24 საათში ექნება პასუხი, ის წავა სახლში, სხვაგან - არა. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ის თავისუფლად განაგრძობს ცხოვრებას, თუ - დადებითი, რა თქმა უნდა, კოვიდის კლინიკაში გადაიყვანენ. მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან იზოლირებული, კარანტინში და გამოკვლეული.

 

 

ამ ზაფხულის განმავლობაში, შესაძლო შემთხვევები, სადაც კი ეს სიმპტომები ჩნდება, რომ არ გაგვეპაროს კორონავირუსი, ყველა უნდა დაიტესტოს. უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლოა, კოვიდი არ იყოს, თუმცა ჩვენ ეჭვი უნდა მივიტანოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი