აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 2020 წელს უკრაინის დასახმარებლად 250 მილიონ დოლარს დახარჯავს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, თანხა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე დაიხარჯება, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიას უკეთ გაუწიოს წინააღმდეგობა. აღნიშნული თანხიდან 121 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის რეფორმას მოხმარდება.
„უკრაინას გადავცემთ აღჭურვილობას, რათა მხარი დავუჭიროთ მიმდინარე წვრთნის პროგრამებს და ოპერაციულ მოთხოვნებს. ეს მოიცავს უკრაინის ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და საზღვაო თავდაცვის გაძლიერებას, საჰაერო დაზვერვის სისტემებს, რათა ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგი განხორციელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას გადასცემს „კონტრ საარტილერიო რადარებს და ტაქტიკურ აღჭურვილობას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.