ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ „დაიბრუნებს“ პოლიციისაგან თავისუფალ რაიონს სიეტლში, სადაც, მინეაპოლისში გასულ თვეში პოლიციის მიერ დაპატიმრებული უიარაღო შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
პოლიციამ ორშაბათს მიატოვა სიეტლის ის რაიონი, სადაც სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის გასული ორი კვირის განმავლობაში მძაფრ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ადგილი „შიდა ტერორისტების“ მიერ არის აღებული და მისი გათავისუფლებით დაიმუქრა, მაგრამ ვაშინგტონის შტატის ლიდერებმა მას უთხრეს, რომ არ ჩაერიოს თავიანთ საქმეებში.
როგორც BBC იუწყება, პოლიციის მიერ აღნიშნული რაიონიდან გამოსვლის შემდეგ, იქ დემონსტრაციები დიდწილად მშვიდობიანია. მას Chaz-ი, აბრევიატურა „Capitol Hill Autonomous Zone“ – „კაპიტოლ ჰილის ავტონომიური ზონა“ - უწოდეს, სადაც ასეულობით ადამიანი იკრიბება, გამოდიან სიტყვით და ესწრებიან ღონისძიებებს.

„თვითერზე“ ტრამპმა რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა. „დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი ახლა. თუკი ამას თქვენ არ გააკეთებთ, მაშინ მე ვიზამ ამას“, დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. მეორე განცხადებაში კი წერია: „შიდა ტერორისტებმა სიეტლი აიღეს“ და ვაშინგტონის გუბერნატორი ჯეი ინსლი „სულელურად გამოიყურება“.
ტრამპის განცხადებას ასევე „თვითერით“ გამოეხმაურა ვაშინგტონის გუბერნატორი. „კაცი, რომელიც სრულიად უუნაროა მართვის საკითხებში, არ უნდა ჩაერიოს ვაშინგტონის შტატის საქმეში“.
სიეტლის მერმა, ჯენი დარკანმა კი ტრამპს უთხრა: „მოგვეცი საშუალება ყველა ჩვენგანს, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ. წადი უკან შენს ბუნკერში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.