ნატო თურქეთს აფრთხილებს
22-09-2015, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთ ოღლუ გააფრთხილა. ამის შესახებ თურქული გაზეთი “რადიკალი” იუწყება.


გაზეთის მტკიცებით, სტოლტენბერგს უთქვამს, რომ საჰაერო თავდასხმები PKK-სთან შერიგების პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს. ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, ყველა ქვეყანას თავდაცვის უფლება გააჩნია, მაგრამ ეს თავდაცვა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა დარჩეს და საკითხი უფრო არ უნდა გართულდეს – ერთი ტერორისტის თავდასხმა საკითხის მშვიდობიანი და პოლიტიკური გზებით გადაწყვეტის ხელისშემშლელი არ უნდა იყოს.


ნატო-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებში არსებულ საკმაოდ სერიოზულ კრიზისზე მეტყველებს ასევე სტოლტენბერგის შემდეგი სიტყვები:


“თურქეთს დიდი ჯარი და უშიშროების ძლიერი ძალები ჰყავს, ამიტომ მომავალში თურქეთისთვის სამხედრო დახმარება საუბრის თემა არ შეიძლება იყოს. თურქეთს თავის დაცვა ნატოს გარეშეც შეუძლია”. სტოლტენბერგს ასევე მიაჩნია, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-ს ლიდერობით შექმნილ საერთაშორისო სამხედრო კოალიციაში თურქეთს დიდი წვლილი არ ექნება.


საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ თურქეთში საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ნატო-ს ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც თურქეთის სირიასთან მდებარე საზღვრიდან და საერთოდ თურქეთიდან, Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყვანა მოხდა. თურქი ექსპერტების აზრით, ეს იყო არა იმდენად იმის გამო, რომ სირია საფრთხეს აღარ წარმოადგენდა თურქეთისათვის, არამედ განსაკუთრებით იმიტომ, რომ დასავლეთსა და ირანს შორის დაიწყო შერიგებისა და დაახლოვების პროცესი.

 

tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი