ირაკლი ღარიბაშვილი: „თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფი M-4 ტიპის შაშხანებით აღიჭურვება“
12-06-2020, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. 

 

 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, M-4 ტიპის შაშხანებით  თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას შეეხება. M-4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფები სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. ეს შესყიდვა შესაძლებელი იქნა ჩვენს მიერ, 2006-07 წლებში, ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის, საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც  დაახლოებით 22 მილიონ  აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კონტექსტში მინისტრმა ის ძირითადი მიმართულებები გამოყო, რაც თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. მან განსაკუთრებული აქცენტი ამერიკული წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინზე“ გააკეთა. „ეს არის იარაღი, რომლის შესყიდვაც სრულიად წარმოუდგენელი იყო წინა, ე.წ. პროდასავლური ხელისუფლების დროს. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დამატებით განვახორციელოთ ახალი პარტიის შეძენა, რითიც მთლიანად დაკომპლექტდება თავდაცვის ძალები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მოხსენებისას თავდაცვის მინისტრმა ლოჯისტიკური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში. „ჩვენ ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება და სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც არ შეესაბამება  სტანდარტს და ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი