ირაკლი ღარიბაშვილი: „დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია“
12-06-2020, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

 

 

მინისტრის თქმით, ეროვნული თავდაცვის ათწლიანი სტრატეგია შემუშავდება, რომელიც იქნება თავდაცვის ძალების ერთგვარი სტრატეგიული გზამკვლევი გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

 

„დღეს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია. თუმცა, ჩვენი თავდაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლობების უფრო ეფექტიანი და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით მიმდინარეობს ათწლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა. ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა, მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი