მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტაძარებში საზეიმო წირვა- ლოცვა აღევლინება.
მირქმა, იგივე მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და დიდი მარხვის დასაწყისია.
მირქმის დღესასწაულზე, ეკლესია იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, უმნიშვნელოვანეს მოვლენას მოიხსენიებს - ახალშობილი იესო ქრისტე, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა - ყოვლადწმინდა მარიამმა და მართალმა იოსებმა, იერუსალიმის ტაძარში დასალოცად, უფლის წინაშე "წარდგინებად" მიიყვანეს.
ამ დროს იერუსალიმის ტაძარში მართალი სვიმეონი მოღვაწეობდა, რომელიც ისრაელის ბედნიერებისათვის იღწვოდა. იგი ძალიან მოხუცი იყო და სულიწმინდის მიერ ჰქონდა უწყებული, რომ სანამ არ იხილავდა მხსნელს, არ გარდაიცვლებოდა. როცა ტაძარში შეიყვანეს ყრმა იესო, მართალმა სვიმეონმა დანახვისთანავე იგრძო, რომ მის წინაში იყო ის, ვინც ადამიანების გადარჩენისათვის მოევლინა ქვეყანას. უზომოდ გახარებულმა აიყვანე ხელში ყრმა იესო, მიირქვა მკერდზე და უფალს მადლობა შესწირა.
მირქმა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლებისათვის. დღეს, ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ხდება თანაზიარი მართალი სვიმეონის სიხარულისა, გულში იხუტებს ყრმა იესოს და სთხოვს სამშობლოს ბედნიერებას, კაცთა შორის სათნოებას და სულის ცხონებას.
ხომ დიდ სიხარულს და სიყვარულს განვიცდით ხოლმე, როცა პატარა ბავშვს ვიხუტებთ გულში. რაოდენი ბედნიერებაა და სიყვარულია, როდესაც ყრმა იესოს, მხსნელს, მაცხოვარს ჩაიხუტებს მორწმუნე ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.