გიორგი ქადაგიძე: თუ აღდგება ინვესტიციები, სავსებით შესაძლებელია ლარი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე
22-09-2015, 23:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ აღდგება შემოსავლები, თუ აღდგება ინვესტიციები, თავისთავად ცხადია ლარს ექნება გამყარების ტენდენცია არა თუ თეორიული, არამედ სავსებით შესაძლებელია დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე, - აღნიშნული განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.


მისი თქმით, სამომხმარებლო კალათაში დიდი ნაწილი არის იმპორტირებული კომპონენტი და ეს აისახება სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილზე. "არის დადებითად მოქმედი ტენდენციები, რეკორდულად მცირე ნავთობის ფასი, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიც არის ხორბალი, შაქარი, ზეთი ფასებიც არის შემცირებული, რომელიც ჩვენდა სასარგებლოდ მოქმედებს, ამიტომ მთელ რიგ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა და ჯამურად ინფლაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით არის 5%-ზე ცოტა მეტი, მაგრამ ინფლაციური მოლოდინი სამწუხაროდ არის ძალიან მაღალი და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მონეტარული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც პასუხობს ამ ამოცანას", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.


შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ინფლაციის მომატება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება. ინფლაციის კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ნაწილში ძალიან მძიმედ არ დააწვეს ჩვენს მოქალაქეებს ტვირთი, რომელთაც გაზრდილი სესხის მომსახურება ისედაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის".


მისივე თქმით, აუცილებელია სავალუტო ნაკადების აღდგენა სხვადასხვა წყაროებით. "ლარის კურსის ეს ნიშნული ისედაც ძალიან მძიმე ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ მთავარი პრიორიტეტი არის ყველა ღონისძიება გატარდეს იმისთვის, რომ რამენაირად მოხდეს როგორც საშუალოვადიან პერიოდში, ისე გრძელვადიან პერიოდში ამ ტვირთის შემსუბუქება. თუ აღდგება შემოსავლები, თუ აღდგება ინვესტიციები, თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც გვქონდა ამ პროცესების დაწყებამდე, თავისთავად ცხადია, ლარს ექნება გამყარების ტენდეცია არა თუ თეორიული, არამედ სავსებით შესაძლებელია დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო მანამდე", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი