ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უწყების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის, საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობების და საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზების მიმართულებებით
12-06-2020, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია და უწყების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის, საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობების და  საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზების მიმართულებებით.

 

 

„დაგეგმილი გვაქვს  სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა. ეს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში, ჩვენს ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

„მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრი ფრანგული პროექტით შესყიდულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხო. მისი თქმით, დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. ახლა მიმდინარეობს დამატებით შესყიდული ახალი - მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს დასრულდება.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ავიაციის განვითარებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ უწყების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ამ მიმართულების განვითარებას.  „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი