„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით. ეს სწორედ იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მივედი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას.
თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს სამხედრო მრეწველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, სსსტც „დელტაში“ უკვე დაიწყო ნატოს სტანდარტის ნაღმმტყორცნის ახალი მოდიფიკაციის შემუშავების პროცესი, უკვე დამზადდა ჯავშანმანქანაზე დასამონტაჟებელი ნაღმმტყორცნის მოდულის პირველი პროტოტიპი, ასევე მიმდინარეობს ჯავშანჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების წარმოება და გაუმჯობესება.
„კიდევ ერთი პროექტი იქნება ახალი ტყვია-წამლის საწარმოს ჩამოყალიბება. ამ პროექტში ჩართულია „დელტას“ პარტნიორი ორგანიზაციები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.