ირაკლი ღარიბაშვილი: „სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“
12-06-2020, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კრიტიკული მნიშნველობა ენიჭება სახმელეთო, საზღვაო და სახმელეთო სადაზვერვო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაშიც აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ, დიდი ბრიტანეთი“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების მიზნით,  აქცენტები  თანამედროვე სადაზვერვო შესაძლებლობების ტექნოლოგიების დანერგვაზე კეთდება. 

 

 

„მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების ჩართვაზე მუშაობა პარტნიორ ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლს გლობალური უსაფრთხოების სექტორში და ამასთანავე გააფართოვებს სადაზვერვო ინფორმაციის წვდომის არეალს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას. საქართველოს სამხედრო სადაზვერვო ქვედანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის და  უსაფრთხოების სამსახურებთან. ისევე როგორც ნატოს წევრი ქვეყნების სახმედრო დაზვერვის უწყებებთან, შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის და აფრიკა ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში. სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, მინდა გამოვყო ნატო-საქართველოს ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ნატოსთან უსაფრთხო ელექტრონული კავშირის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწუვეტობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინასთან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, თავდაცვის ძალების სამხედრო სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და მათ გადამზადებას, ასევე ოპერატიული და ანალიტიკური რესურსების განვითარებას. „გაუმჯობესდა სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფებში პერსონალის მოზიდვის წესი და დაიხვეწა მათი კარიერული ზრდის სისტემა, რაშიც ასევე დიდი წვლილლი მიუძღვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი