საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია. მან აღნიშნა, რომ ურთულესი უსაფრთხოების გარემო ქვეყანამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო და ყოველდღიურად უწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შიდა და საგარეო გამოწვევებზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჰიბრიდულ გამოწვევებზე.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის უწყება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობს სტრატეგიული მიმართულებებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.