საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების როლი და აქტიური ჩართულობა გაზგასმით აღნიშნა.
მან სამხედრო მოსამსახურეებს პანდემიასთან ბრძოლაში გამოჩენილი ორიგანიზებულობისა და მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მხოლოდ რამდენიმე რიცხვს დაგისახელებთ, რაც მკაფიოდ აჩვენებს ჩვენი სამხედროების შესრულებულ სამუშაოს - 22 მარტიდან მოყოლებული, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით, 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით და 2 500 018 ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი, რომელთაგან ორ ასეულამდე პირს დაუდგინეს მაღალი ტემპერატურა. ჩვენი სამხედროები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვითარებას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში, 85 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე აკონტროლებდნენ. შედეგად, სამხედროებმა, პოლიციელებთან და ექიმებთან ერთად, ეფექტურად ჩაატარეს ყველა საპრევენციო ზომა და საკონტროლო ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.