„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა.
„მინისტრის საათის“ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ახალგაზდებისთვს ჯარის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„1102 სკოლაში პროექტი ჩვენი ჯარი უკვე საპილოტე ფორმატში დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. აღნიშნული პროექტი მეათე კლასელებისთვის არის გამიზნული. მიგვაჩნია, რომ ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. ამ საკითხებში თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 2020-2021 წლებში კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხები და არ არის მხოლოდ ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო კონსესუსი და ჩამოვაყალიბოთ უფრო საერთო ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს მათ შორის, ჯარის შესახებ ინფორმაციის ცოდნის გადაცემას ბავშვებისთვის და სწორ, ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.