ირაკლი ღარიბაშვილი: „მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში“
12-06-2020, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. ჩემი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი, როგორიც კანონის მიხედვით განსაზღვრული და გაწერილია“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ერთ-ერთი  დეპუტატის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა თუ რამდენად უკომპრომისო იქნება მინისტრი თავდაცვის ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ანტისახელმწიფოებრივი მცდელობების მიმართ.  

 

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დღევანდელი კანონმდებლობა კრძალავს სამხედროების მონაწილეობას ნებისმიერ პოლიტიკურ პორცესებში.

 

 

„მე გულწრფელად გეტყვით,  რომ  ჩვენი სამხედროების 99% აპოლიტიკურია. თუ 1% ან 0.1% არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მათ კანონის ფარგლებში სათანადო ადგილს მივუჩენთ,  ზედმეტი ჩარევა არ დაგვჭირდება. როცა დავინიშნე თანამდებობაზე, მე ვთქვი, რომ ჯარში მე არ შემომაქვს არავითარი პოლიტიკური ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი პრემიერ-მინისტრი და ახლაც პარტიის პოლიტიკური მდივანი ვარ. ვერცერთ პრეცედენტს ვერ დამისახელებთ ვერცერთი ჩვენი ვითომ ოპონენტი და დესტრუქციული ძალა, რეალურად ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ცდილობენ ყველას და ყველაფრის წაბილწვასა და პოლიტიზებას. ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებით და დავაკვირდებით ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი