საქართველოში რეკრუტირების ცენტრები 2021 წელს ამოქმედდება
12-06-2020, 20:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ჯარის პოპულარიზაციის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების განთავსების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

„წელს შეიძლება მხოლოდ 10 ცენტრის მშენებლობა შევძლოთ, 2021 წელს კი, პროექტი დასრულდება. ჩვენი გეგმისა  და ხედვის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები 2021 წლის სექტემბერში დაიწყებას ფუნქციონირებას. ეს პროექტი  წვევამდელების რეფორმას უკავშირდება. ფრონტ ოფისები გააერთიანებს წვევამდელების საკითხს, რეზერვს, ვეტერანებისთვის იქნება ცალკე გამოყოფილი სივრცე;  ცენტრს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ სწორი ინფორმაციის მიწოდების კუთხით, მოსწავლეების მეტი ჩართულობა მოხდება. ცენტრები კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ თავდაცვის ძალებს. იდეალურ შემთხვევაში, 2021 წელს საშემოდგომო გაწვევას სრულად თავდაცვის სამინისტროს რესურსით უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი