გიორგი გახარია - ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა
13-06-2020, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსთან ბრძოლაში პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული.

 

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ამასთან ერთად, ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ, ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ადაპტაციას ვეძახით. ვირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვუმკურნალოთ მოქალაქეებს, როგორ მივაკვლიოთ პირველწყაროს და ეს უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე მოვედით წარმატებულად, თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი