მთავრობის წევრებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს
23-09-2015, 00:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. მინისტრებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილ ყულიჯანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაღუპული სამხედროს დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხის მოგვარება დაავალა.


"მინდა პირველ რიგში ვაცნობო საზოგადოებას, რომ გუშინ საღამოს ავღანეთში, სამწუხაროდ, ჩვენი ჯარისკაცი - 21 წლის, ვასილ ყულიჯანაშვილი დაიღუპა. პატრულირების დროს მოხდა შეტაკება და სამწუხაროდ, ის ამ დროს დავკარგეთ. ასევე დაიჭრა ერთი სამხედრო, რომელიც გადაყვანილია ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ვგეგმავთ, რომ ის გერმანიაში გადავიყვანოთ.


მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ეს საშინელი ტრაგედია. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას"', - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი