საქართველოში კორონავირუსისგან 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - იგი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო
14-06-2020, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-14 პაციენტი, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

 

 

 

ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცს „კოვიდ-19“-ის ვირუსი უკვე აღარ ჰქონდა ორგანიზმში, მაგრამ კანდიდოზური პნევმონიითა და მისი ყველა გართულებების გამო, მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო.

 


„გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე „კოვიდით“. დინამიკიში გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო.

 


„ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

 

 

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი