(GUARDIAN.GE)-ის ფოტო
თბილისში, სამ სხვადასხვა ადგილას მდებარე სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონსა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია.
„სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის – 114-ის თანამშრომლებმა ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივე კორპუსში, სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.
„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს.
„საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს, გაუფრთხილდით მეზობლების სიცოცხლეს. ნუ დატოვებთ გაზის ონკანებს ჩართულ მდგომარეობაში, უყურადღებოდ. „თბილისი ენერჯი“ გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ კომპანიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.