„პოზიცია“ პროკურატურის ახალ კანონს მახინჯი სისტემის დანგრევის გარანტიად მიიჩნევს
23-09-2015, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები“ ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი, საჭირო და დროული საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც სამართლებრივ სივრცეში არსებულ მახინჯ  მექანიზმებს დაანგრევს და პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხს გაზრდის“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი და იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კანონშია ასახული.


ადამაშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც პროკურატურის გამჭვირვალობას უდაოს გახდის, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება: „კანონის თანახმად, იქმნება საპროკურორო საბჭო, რომლის შემადგენლობაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შევლენ სამოქალაქო სექტორის მიერ განსაზღვრული პირები. მსგავსი პრეცენდენტი საქათველოში არასდროს გვქონია. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სწორედ ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, რომელიც  პროკურატურის დამოუკიდებლობის, პროცესების გამჭვირვალობისა და  დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მყარ გარანტიებს იძლევა“.          


როგორც „პოზიციაში“ განმარტავენ, პროკურატურის ერთ-ერთ მთავარი პრობლემად დღემდე  პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევა რჩება. როგორც ადამაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული კანონი აღნიშნულის საფუძველსაც ანადგურებს: „საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული ცვლილებები სისტების მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცულობის საფუძველს იძლევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავარი პროკურორი თანამდებობაზე 6 წლის ვადით  დაინიშნება და აღნიშნულ პოზიციაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.“


„პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი  ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელს მალე მოაწერს, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით  დაამტკიცა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი,  რომელიც პროკურატურის სისტემის რეფორმირებასა და მთავარი პროკურორის ახალი წესით მოხსნა-დანიშვნას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი