ეკა ბესელიამ პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ ამნისტიის კანონპროექტი დააინიცირა
15-06-2020, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ კანონპროექტის სახით, პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიას შეეხება.

 

 

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის წევრმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დაპირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელება დაგვიანდა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღემდე არ არის მიღებული შესაბამისი ცვლილებები. ეკა ბესელიას შეფასებით, აუცილებელია, რომ კანონმდებლობაში აისახოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ იქნა მიღებული.

 

 

„ამ ცვლილებების მიღებას, ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელებას ეს პარლამენტი როგორც ჩანს არ ან ვერ აპირებს, ამიტომ ვაინიცირებ ამნისტიის კანონპროექტს, რათა უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამ დრომდე სასჯელს იხდიან და საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა ნარკოდანაშაული შესაბამისი მუხლის გაყოფა, რეალიზაციის და მოხმარების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელთა შეკრების წესი გაუქმდა, ამ დრომდე ვერ მოხდა და არ მოხდა იმ მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც ოდენობების მიხედვით ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირებისთვის შეფარდებულ სასჯელს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის ან დამზადების ნიშნით კვალიფიცირებული დანაშაულისთვის. ასევე იმ პირებს, რომლებმაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა/შენახვისთვის ან და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს. კანონპროექტის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც ამნისტია შეეხებათ, უნდა მოეხსნათ ნასამართლობა და აღუდგეთ ჩამორთმეული უფლებები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

კანონპროექტის ავტორმა ბრიფინგზე ის მუხლებ დაასახელა, რომლებსაც პროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა შეეხოს. კერძოდ, ამნისტია ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1,2,3 და მე-6 ნაწილის ა პუნქტს, 262-ე მუხლის 1,2,3 და მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტს და 273-ე მუხლს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი