საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლოპოტაზე, ელჩებთან შეხვედრისას ელჩებს პანდემიის პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ზალკალიანმა განაცხადა, რომ დისტანციური ურთიერთობა გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ თანდათანობით უბრუნდებიან იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიაში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.
„მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც ასეთი შემადგენლობით კვლავ შევიკრიბებოდით, რადგანაც კარგად მოგეხსენებათ, ჩვენთის, დიპლომატებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ფიზიკური ურთიერთობა და ის, რაც დიპლომატიაში ყოველდღიური საქმიანობაა.
მე ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან მქონდა შეხვედრა ბოლო თვეების განმავლობაში, დღესაც მქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა და მანაც გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვიდეოკონფერენციები და, ასე ვთქვათ, დისტანციური ურთიერთობა, გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა და ჩვენ თანდათანობით ვუბრუნდებით იმ ჩვეულ რიტმს და იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიურ ურთიერთობებში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იყო არსებითი და ხელშესახები ბოლო 4 თვის განმავლობაში, რაც პანდემია დაიწყო“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.