თავდაცვის მინისტრი და აშშ-ის ელჩი RSM-ის გადასროლისწინა მომზადების საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ
15-06-2020, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ვაზიანში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო მისიისთვის მომზადების პროცესს გაეცნო, საჩვენებელ სწავლებას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებული საერთაშორისო მისია უსურვა. 

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ უწყებას გააჩნია ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონის წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს. დღემდე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. დღეს კი, აღნიშნული წვრთნები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზაზე ჩატარდა. 

 

 

სტუმრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მისიისთვის მომზადების დეტალები გააცნეს, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელიც კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციას მოიცავდა. წვრთნის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა დაჭრილების ევაკუაცია „იროკეზის“ საშუალებით განახორციელეს. ამ ეტაპზე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ემზადება. სწავლებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლიც დაესწრნენ.

 

 

დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა დაახლოებით 600-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა შესაბამისი წვრთნა და ამერიკელებთან ერთად იმსახურა ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი