ვეცდებით, შევიმუშაოთ არჩევნების ისეთი წესი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ინფექციის გავრცელებისგან და ამავე დროს უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
„მომდევნო კვირა არის სასესიო კვირა და ეს არის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული კვირა, შემდგომში უკვე ჩვენ მოგვიწევს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობა ივლისში. როგორც მოგეხსენებათ, წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები და სხვა არაერთი პრიორიტეტული საკითხი“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა. არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აჭარის ტელევიზიას, რომლებმაც საჯარო განხილვებს უმასპინძლეს.
„მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, დისტანციურად, ტელეეთერების საშუალებით ჩატარდა და ამისთვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ ამ ორ ტელევიზიას. რომ არა მათი მხარდაჭერა, მათ მიერ შემოთავაზებული პლატფორმები, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.