კახეთის გუბერნატორი მევენახის მიერ ვაზის გაჩეხვას პოლიტიზებულ პროცესს უწოდებს. მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გელა გრიშენკოს ვენახი პირადად მოინახულა და განაცხადა, რომ კახელმა მევენახემ, გელა გრიშენკომ შეცდომაში შეიყვანა ჟურნალისტები.
გუბერნატორის ინფორმაციით, ვენახი, რომელიც გრიშენკომ კამერების წინ აჩეხა მისი საკუთრება არ არის და ის იმავე სოფლის მკვიდრს, გოდერძი დოლენჯაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ძველი ვენახი ახალი ვაზის გაშენების მიზნით რამდენიმე დღის წინათ გაჩეხა.
გუბერნატორის თქმით, გელა გრიშენკოს 75 მეასედზე გაშენებული აქვს ვენახი და მიღებული მოსავალი 4 ტონა რქაწითელის ჯიშის ყუძენი 18 სექტემბერს ჭანდარის ღვინის ქარხანაში 70 თეთრად ჩააბარა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გრიშენკოს დედა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია. ნუნუ გრიშენკო აქტიურად მონაწილეობდა კახეთში გამართულ საპროტესტო აქციებში. ის ასევე პარლამენტში, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა, ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე, აგრეთვე მონაწილეობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გადაცემა “არჩევანში”, რომელიც კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეძღვნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.