ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად სოფელ ოკამის მოსახლეობას შეხვდნენ.
ენზელ მკოიანის განცხადებით, ორი დღის წინ ძლიერმა სეტყვამ ამ სოფლების მოსახლეობა დააზარალა. განსაკუთრებით დაზიანებულია კარტოფილისა და პურის ნათესები.
„ადგილზე გავეცანით მათი მიღებული ზარალის შესახებ და ვიმსჯელეთ მათთვის დახმარების გაწევის საკითხებზე.
მოსახლეობამ კიდევ მოითხოვა სოფლის გაზიფიცირებისა და ირიგაციული სისტემის მოწყობა.
როგორც მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნციპალიტეტის სოფელი 2021 წლის ბოლომდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საჭირო სამუშაოების განხორციელება.
გარდა ამისა გავეცანით ოკამისა და ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების პროცესს“, განაცხადა ენზელ მკოიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.