საქართველოში მეზღვაურის პროფესია „საკვანძოდ“ გამოცხადდა, შედეგად, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უფრო მარტივად დაბრუნდებიან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მეზღვაურები დაბალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ, რადგან მათ პანდემიის გამო ნაპირთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები“ სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესის სტიმულირების მიზნით რამდენიმე გემი სრულიად გათავისუფლდა საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის დაწესებული საფასურისგან, როდესაც მათი შემოსვლის მიზანი მხოლოდ ეკიპაჟის შეცვლა იყო.
მეზღვაურთა „საკვანძო პროფესიად“ გამოცხადებას ითვალისწინებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება საქართველოში მეზღვაურთა გადაადგილებისას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების შესახებ. მის მიზანს პანდემიის პერიოდში საქართველოში მეზღვაურების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამით საქართველო იმ სახელმწიფოებს შეუერთდა, რომლებმაც განსაკუთრებულად აღნიშნეს მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში მსოფლიოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის საზღვაო გზით მიწოდების უზრუნველყოფის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.