ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დააკავეს
23-09-2015, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაქირ მ. დააკავეს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ზაქირ მ. მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ხუთი კლასის განათლება, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 500 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 250 აშშ დოლარი. 2015 წლის 22 სექტემბერს ზაქირ მ-მ მოქალაქეს დაუმზადა ატესტატი და გამოართვა დარჩენილი 250 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.


გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე ( საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი