ჩემი მკვლელობა მოხდებოდა, ეს არ იქნებოდა მხოლოდ დაშინება, მოხდებოდა ჩემი მკვლელობა იმისათვის, რომ იცოდეს ყველამ საქართველოში და მთელ მსოფლიოში, რომ პუტინის წინააღმდეგ, არათუ პრაქტიკულად გალაშქრება, გადაბრუნებული სიტყვის თქმაც კი არ შეიძლება, - განაცხადა ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „დღის ამბებში“ საუბრისას.
გაბუნია მადლობას უხდის ქართულ სპეცსამსახურს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ყველაფერი უკრაინიდან დაიწყო და სპეცოპერაციის ჩაშლა არ გამოვიდოდა. როგორც გაბუნია აცხადებს, მას მაინც არ სჯერა, რომ ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამს.
„მე, პირველ რიგში, ველოდები იმას, რომ გვეტყვიან, რა მოხდა რეალურად, რა ხდება, ველოდები იმ ნაბიჯს, რომ მეორედ ასეთი რამ არ განმეორდეს. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ კიდეც განწყობილი, რომ ხელისუფლება გაბედავს რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. მე მადლობას ვუხდი ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ნაბიჯიც გადადგეს იმიტომ, რომ ეს უკრაინიდან დაიწყო და არ გამოვიდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ“ , - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.