საქართველოს მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებულია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შესული. აღნიშნული თემები პრემიერს დეტალურად აქვს განხილული თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. შესაბამისად, პრემიერის და მინისტრის პოზიციები შეთანხმებულია. მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს", - განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.