თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „მთავარი არხი“ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ სიუჟეტებს ამზადებს
17-06-2020, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ სიუჟეტებს ამზადებს.

 

 

"პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანია „მთავარი“ კვლავ განაგრძობს პარტიული დაკვეთის შესრულებას, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა. „მთავარი არხი“ არ ერიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული სიცრუის კამპანიის ტირაჟირებას და ცდილობს უსაფუძვლო და ცილისმწამებლური სიუჟეტებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას.

 

 

ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებაში სრულიად ბინძური ნარატივის ჩამოყალიბება, თითქოსდა, შესყიდვები თავდაცვის სამინისტროში, ემსახურება პარტიულ ინტერესებს. აღნიშნული კამპანია არის მცდელობა დააზიანოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები, როგორც უმაღლესი ნდობის მქონე ინსტიტუტი და ჩრდილი მიაყენოს უწყებაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის მიერ ამჯერად ცრუ ინფორმაციები გავრცელდა პურ-პროდუქტებთან დაკავშირებული, კონსოლიდირებული, ტენდერის შედეგებთან და სამხედროებისათვის პირბადეების შეძენასთან დაკავშირებით.

 

 

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პურ-პროდუქტებთან დაკავშირებულ ღია, ელექტრონულ, კონსოლიდირებულ ტენდერში თავდაცვის სამინისტრო გამარჯვებულს ვერ განსაზღვრავს და მის მიმდინარეობაში ვერც ჩაერევა. ამიტომ, ნებისმიერი ბრალდება ამ მიმართულებით, არის ტყუილი. ასევე, სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო და ამორალური ცილისწამებაა, კომპანია „ილი“-ს დაკავშირება თავდაცვის მინისტრთან, ვინაიდან მინისტრი არათუ რაიმე ფორმით დაკავშირებული არ არის ხსენებულ კომპანიასთან და მის დამფუნძებლებთან, არამედ აღნიშნული კომპანიის არსებობის შესახებ, სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანიების, მთავარის და "ტვ პირველის" სიუჟეტებიდან შეიტყო.

 

 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს ყველა სამხედრო ნაწილი აღჭურვოს სპეციალური დანადგარებით და ადგილზე მოხდეს პურ-პროდუქტების წარმოება. რაც შეეხება გადაუდებელი წესით პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში პირბადეების შესყიდვას, ბაზრის კვლევის პროცესში განხორციელდა მიმწოდებლებისგან მიღებული სხვადასხვა წინადადებებიდან ყველაზე დაბალი ფასის პრეტენდენტის შერჩევა. კერძოდ, 1 ცალი 0.75 ლარი. აღნიშნული კომპანია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა პირობას და არ არსებობდა არავითარი საფუძველი, არ გაფორმებულიყო უწყებასთან ასეთი შეღავათიანი კონტრაქტი. შესაბამისად, ყველა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მხოლოდ მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამება. თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოების ინფორმირების მიზნით კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული მედია საშუალებების ტყუილში მხილებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი