საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "მისთვის და პრემიერისთვის ფარცხალაძის ნასამართლეობა ციდან ჩამოვარდნილი სიურპრიზი იყო".
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
"ფარცხალაძეს არ ჰქონდა მორალური უფლება, ყოფილიყო მთავარი პროკურორი. არის თანამდებობები, როცა გაქარწყლებული ან მოხსნილი გაქვს ნასამართლეობა, ადამიანს შეუძლია იმუშაოს რეაბილიტაციისთვის, მაგრამ არა მთავარი პროკურორის ან პროკურორის თანამდებობაზე, რომელიც სხვებს სჯის. სამართლებრივი კი, მაგრამ მას მორალური უფლება არ ჰქონდა ამ თანამდებობაზე ყოფნის. ამას თავად ფარცხალაძეც იზიარებდა. მე მას სტრასბურგიდან დავუკავშირდი ამ ამბის აგორების შემდეგ. აბსოლუტურად ადეკვატურად აცნობიერებდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა. მან გაბედული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჩემთვის იყო ეს ძალიან ნეგატიური, ციდან ჩამოვარდნილი სიურპრიზი, ასე იყო უმრავლესობისთვის და ასე იყო პრემიერისა და მთავრობისთვის. არ ვთვლი, რომ მისი გადადგომის ნაბიჯი იყო დაგვიანებული. ჩვენ გვყავს ის მთავრობა, რომელსაც ხანდახან მოსდის შეცდომები, მაგრამ ისინი სწორდება. მე არ ვიცი დადებითია თუ უარყოფითი ჩემი მხრიდან, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ტყუილი არცერთხელ არ მითქვამს. ხანდახან ეს ჩემთვისაც ხდება პრობლემა, მაგრამ მე ამას ვერ ვუღალატებ. მე ბატონ ოთარს, სამწუხაროდ, მანამდე არ ვიცნობდი. ის წარვუდგინე ბატონ პრემიერს, რომელიც ჩემთან ერთად აღმოჩნდა იმ ძალიან უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე", - აღნიშნა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.