უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე უფრო შედეგის მომტანი რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იქნება.
როგორც ვალერი ხაბურძანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ქართველი ჟურნალისტების აქტიურობის შედეგი იყო.
"საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მე აბსოლუტურად არაეფექტურად მიმაჩნია, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და საქართველოს პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე. პრემიერთან შეხვედრა, ალბათ, უფრო ქმედითი, არსებითი და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე პრეზიდენტთან შეხვედრა. პრეზიდენტი თვითონაც სიმბოლურ ფიგურად იქცა და კონსტიტუციაშიც, პრინციპში ეს არის ჩაწერილი", - აღნიშნა ვალერი ხაბურძანიამ.
მისივე თქმით, იგი მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, თუ ეს იქნება გონივრულ ფარგლებში, საქართველოსთვის სასურველი ფორმით. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრის კონტექსტში უშიშროების ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ "ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ ვალდებულებებს უფრო მოგვცემს, ვიდრე უფლებებს".
"მე ვარ მომხრე, საქართველო რომელიღაც პოლიტიკურ რეგიონულ გაერთიანებაში მოხვდეს რაც შეიძლება დროზე და სწრაფად, თუ ეს არმოხვედრა გაიჭიმება, საქართველო კარგავს სხვა სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას. ჩვენ თუ დავრჩით ამ სივრცის გარეშე, ქვეყანას კატასტროფა ემუქრება. დიდი რეგიონული გაერთიანებების გარეშე საქართველოს ტიპის ქვეყანა ელემენტარულად ვერ იარსებებს", - აღნიშნა ვალერი ხაბურძანიამ.
მანვე სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტიული ფორმით პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს. მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებდე საექსპერტო ნიშას დაიკავებს. როგორც ხაბურძანიამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი ფორმით ევრაზიული ვექტორისთვის შედეგის მომცემი არ იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.