სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე "თავისუფალ დემოკრატებში" გაერთიანდა
23-09-2015, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ხვიჩა ჯიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა. იგი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გახდა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ჯიშკარიანის "თავისუფალი დემოკრატებთან" შეერთება გააძლიერებს პარტიას სამეგრელოში და ის იქნება ძალა, როგორც პარტიისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.


ხვიჩა ჯიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 31 აგვისტოს გადააყენეს. როგორც ამასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ჯიშკარიანის გადაყენება ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოხდა. ჯიშკარიანი სხვადასხვა დროს სამეგრელოს რეგიონში მაღალ თანამდებობას იკავებდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ასევე იყო გუბერნატორის მოადგილე, საპრეზიდენტო არჩევნებში იკავებდა "ქართული ოცნების" შტაბის უფროსის პოსტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ხვიჩა ჯიშკარიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ის ამ ადამიანებს შორის იყო, როდესაც სენაკისა და სამეგრელოს ოკუპაციის დროს, მან სამეგრელო არ დატოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი