გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა იმ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც მან ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა. კადიროვი აღნიშნავს, რომ მის დავალებებს ყოველთვის ასრულებენ.
„ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჩეჩნეთის ხელისუფლების დაკვეთით საქართველოში ჟურნალისტზე თავდასხმა მზადდებოდა. სინამდვილეში საერთოდ არ მაინტერესებს იგავები ბედზე განაწყენებულ ადამიანებზე. ისინი მოუხერხებლად ცდილობენ საინფორმაციო სივრცეში თავის წარმოჩენას, მაგრამ მათ უფრო მეტად ითრევს მორევი. დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ვაი-ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს“, - აცხადებს კადიროვი.
მან გიორგი გაბუნიას „ვაიჟურნალისტი“ და განდიდების მანიით შეპყრობილი უწოდა და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. მან ასევე გაბუნიას მოუწოდა, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება.
„ეს თქვენი ვაიჟურნალისტიც, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს, ისედაც ძლივს არის ცოცხალი და განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას რედაქციიდან პანჩურით აგდებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მიაყენა მან სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც შეურაცხყოფა. გიორგი გაბუნიას ურჩევნია, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, - აცხადებს კადიროვი.
„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.
საქართველოში, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.