„დღეს მე და მერაბ ნიშნიანიძე ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ვესტუმრეთ.

გვიმასპინძლა მშენებლობის ხელმძღვანელმა გოჩა კოღუაშვილმა და მისმა მოადგილემ ვეფხია სორდიამ.

დავათვალიერეთ პირველი სასწავლო კორპუსი, სადაც დროებით (სანამ ძირითადი ორი კორპუსი დასრულდება) განთავსდება ასევე ადმინისტრაცია.

„სასიამოვნო გარემო, თანამედროვე, გემოვნებიანი არქიტექტურა, მაღალი ხარისხის ავეჯი და სასწავლო ტექნიკა...

„ეს კორპუსი, და აგრეთვე, სტუდენტთა სამი საცხოვრებელი შენობაც უკვე მზადაა სტუდენტთა მისაღებად.

„დანარჩენ კორპუსებზეც მაღალი სამშენებლო ტემპია...

გულს უხარია...“ - წერს სოციალურ ქსელში პროფესორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.