საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს. დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის მეთაურის რანგში პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორები გიორგი მათიაშვილი და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ, ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე აქტივობებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მუშაობდა ასევე, ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად. პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო განათლების მიღების შემდეგ, რომან ჯოხაძემ განათლება სამხედრო მიმართულებით გააგრძელა. დამთავრებული აქვს საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი რუმინეთში, ნატოს თავდაცვის კოლეჯი იტალიაში და აშშ-ის ომის კოლეჯი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.