პრეზიდენტი აჭარის რეგიონს ესტუმრა
17-06-2020, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს აჭარის რეგიონს ეწვია და პეტრას ციხე და ბათუმის ბოტანიკური ბაღი დათვალიერა.


 
პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები ამჟამად პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალშია დაცული.


 
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" მრავალჯერ ნახსენები ქაჯეთის ციხე სწორედ პეტრას ციხე -სიმაგრეა.
 


ზღვის პირას, კლდოვან ბორცვზე მდებარე პეტრას აკროპოლისი მიუვალ ციხედ ითვლებოდა. აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება "პეტრა", რაც ქვას, კლდეს ნიშნავს.
 


დღემდე შემორჩენილია ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლის ნანგრევები, მათ შორის, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაშთია.


 
კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან – ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტურული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვერპლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი