(GUARDIAN.GE) - გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ისე არის ჭკუიდან გადასული“, რომ „დესტაბილიზაციაზე და ქართული სახელმწიფოს განადგურებისკენ მიდის“.
როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრში“ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას თქვა, ივანიშვილი „კეთროვანია, კეთრს ავრცელებს, იზოლირებაა საჭირო მისი, პოლიტიკური იზოლირება და თუ ასე გააგრძელებს უფრო სხვანაირი იზოლირება შეიძლება დაგვჭირდეს“.
სანიკიძე ოპოზიციას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ანტიკრიზისული შტაბის შექმნა გახდეს საჭირო.
„დაანებეთ დათვის ტყავის განაწილებას თავი. ჯერ დათვი არც მოგვიკლავს, არც მიგვიგნია დათვის ბუნაგისთვის. აქ ისე მიდის საქმე, მე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ძალიან სახიფათო ინფორმაციები მოდის ქვემო ქართლიდან, აზერბაიჯანული მოსახლეობა სადაც ცხოვრობს, ჩვენი მოქალაქეები, ძალიან ღირსეული. ძალიან ცუდი ხელის ფათური არის. მე დღეს არაფერს არ ვიტყვი, თუმცა მაქვს რაღაცა ინფორმაციები. გაფრთხილდით სუსის თანამშრომლებო! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურო, მოგმართავთ პირდაპირ. წესიერად და ჭკვიანად მოიქეცით, ამ ხელისუფლებას ნუ გადააყოლებთ ჩვენს ქვეყანას.
„რაც შეეხება ოპოზიციას. ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ბიძინა ივანიშვილი ისე არის ჭკუიდან გადასული და დესტაბილიზაციაზე როცა არის ლაპარაკი, ისინი ტყუილად არ ლაპარაკობენ, ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ ამერიკელებს, დესტაბილიზაციაზე შეიძლება, შეიძლება კი არა, მიდის ეს კაცი. აი, ის კონტრმიტინგი ამასაც ნიშნავს და თუ ჩააგდებს ის კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებას და არ გამოცვლის საარჩევნო კანონმდებლობას და რაშიც მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩააგდებს, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის დესტაბილიზაციაზე. ის არის ამ ქვეყნის მტერი და ის მიდის ქართული სახელმწიფოს განადგურებისკენ. აქეთკენ მიყავს საქმე იმიტომ, რომ მან იცის, როგორც ჩანს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვიცით. მას რაღაცა სერიოზულად ეშინია, იმიტომ, რომ ნორმალური ადამიანი ასე არ იქცევა. მას რაღაცის პირუტყვული, პირუტყვული შიში აქვს. ამიტომ, მოგმართავთ ოპოზიციას, არა მარტო ერთობა კი არა, არა მარტო არჩევნები კი არა, ყველაფერი მოგვრჩება უკან.
„ჩვენ შეიძლება რაღაცა ეტაპზე დაგვჭირდეს ანტიკრიზისული შტაბის შექმნა, თუ ეს კაცი ჭკუიდან გადავიდა და ასე ჩანს, დინამიკა არის ასეთი, ასე ჩანს. დავანებოთ თავი პარაზიტობას, რომ ამერიკა მოგვხედავს. დასავლეთი გვეხმარება, მაგრამ ჩვენ ხელს თუ არ გავანძრევთ, ვერაფერს ვერ იზამენ იმიტომ, რომ მათ უფლებამოსილებებს და მათ კომპეტენციებს აქვს წითელი ზღვარი, ისინი ღიად არ ჩაერევიან ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ ქართველი ხალხი ნებას გამოხატავს, რა თქმა უნდა მხარდაჭერა იქნება. ქართველი ხალხის ნება რომ გამოიხატოს, მას სჭირდება მეთაური, მას სჭირდება ორთქლმავალი. ეს ორთქლმავალი, პოლიტიკაში ყოველთვის ასეა, პოლიტიკური პარტიებია. ამიტომ, მოგმართავთ თქვენ, რომ ცოტა ფხიზლად ვიყოთ. ჩვენ, მარტო ჩვენ ქმედებაზე კი არ უნდა ვაგოთ პასუხი, ჩვენ ასევე უნდა ვაგოთ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ქმედებეზეც პასუხი. ორმაგი პასუხისმგებლობა გვედება უკვე. როგორც ჩანს, დინამიკა ცუდია, ამიტომ ჩვენ ძალიან მალე და სასწრაფოდ, ფორსირებულად შეიძლება მოგვიწიოს კონსოლიდირება, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, მოგვწონს ერთმანეთი თუ არ მოგვწონს , გვიყვარს ერთმანეთი თუ არ გვიყვარს... დავანებოთ თავი დათვის ტყავის განაწილებას, 30 მანდატი როგორ განაწილდება. ვიცით, რომ 30 მაჟორიტარი იქნება? საიდან გვაქვს ეს გარანტია. კაი, ის კაცი გვატყუებს, მესამეჯერ რომ გადაგვაგდებს ახლა, ის ცრუ არის, შევთანხმდით, ჩვენ რა გამოვდივართ? ბრიყვები ხომ არ გამოვდივართ შემთხვევით?! და ეს ხალხი, ეს ჩვენი ქართველობა გვიყურებს ჩვენ, მოგვჩერებია ეს ხალხი და მაინც და მაინც დიდ აღფრთვანებას ჩვენ არ ვიწვევთ ჩვენ ხალხში. არ არის საკმარისი ის, რომ ბიძინა არ ვარგა. აუცილებელია, რომ რაღაცა პერსპექტივა, რაღაცა გამოსავალი შევთავაზოთ ჩვენ ამ ხალხს იმიტომ, რომ კრიზისი მოდის“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მან არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი ასე გააგრძელებს, შესაძლოა მისი „იზოლირება“ გახდეს საჭირო.
„ეს კაცი არის კეთროვანი, გაიგეთ უკვე, ეს ბიძინა, კეთროვანია, კეთრს ავრცელებს, იზოლირებაა საჭირო მისი, პოლიტიკური იზოლირება და თუ ასე გააგრძელებს უფრო სხვანაირი იზოლირება შეიძლება დაგვჭირდეს. ამიტომ პასუხისმგებლობა გვეზრდება. დავანებოთ თავი ამ იწილო-ბიწილოს, შეიძლება მოგვიწიოს სასწრაფოდ კონსოლიდაცია და გაერთიანება, საარჩევნოდ კი არა, ქვეყნის გადასარჩენად... ვერ გაიგეს ისეთი მონაცემები აქვთ, ბნედა სჭირთ უკვე. ზოგი იძახის იით გადავწიოთო, ზოგი იძახის, აქეთ გადმოვწიოთო და ჩააგდებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 2-ჯერ გადაგვაგდო, მესამეჯერ რატომ ვერ გადაგვაგდებს?“, აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ, რომლის ინფორმაციითაც „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევებით მმართველ პარტიას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, თუმცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია და სანიკიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 2:1-ს უგებს.
„ჩვენ რომ გვატყუებთ, ეს არ არის პრობლემა, ჭეშმარიტებას რომ იხილავთ დღეს, რანაირი შედეგები გაქვთ, მაინტერესებს მერე ბიძინა ივანიშვილს როგორ დააბამთ. მოიმარაგეთ თოკები, მოიმარაგეთ ბროწეულის ოყნა და ა.შ. აბი გლუკოზა, ისეთი შედეგები გაქვთ. რა ქნათ, არ იცით, არჩევნები გადაიტანოთ თუ გადმოიტანოთ, არ იცით, ძალიან მძიმედ აქვთ საქმე, ძალიან მძიმედ აქვთ საქმე, დაახლოებით 2:1-ს აგებს ოპოზიციასთან უკვე აი, ამ მონაცემებით, პროცენტებს ნუ მკითხავთ, ვიცი ეს პროცენტები, ზუსტად ვიცი. ბიძინა რომ იძახის გამოვასწორებო, უნდა ჩავთვალოთ, რომ ბალახი აღარ ამოვა“, თქვა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.