ფინანსურ–ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, რაც გამოწვეულია ჩვენს რეგიონზე მოქმედი საერთაშორისო კრიზისული მოვლენებით, ქართული ლარის კურსის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია ხელისუფლებისადმი მოსახლეობის დაბალ ნდობის ვოტუმს, რომელიც განუხრელად კლებულობს და პარალელურად ეროვნული ვალუტის ვარდნაც გრძელდება.
საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა "პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა", "კოალიცია "ქართული ოცნების" ლეგტიმაციის ხარისხი, ანუ მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი კატასტროფული ტემპით მცირდება. 2013 წლის მიწურულს, მაღალრეიტინგული პრემიერ ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან და ამით გამოწვეული "სახელისუფლებო სიცარიელე, – ვერაფრით ვერ შეავსეს" სახელმწიფოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირებმა, – პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორი მაღალპროფესიული სოციოლოგიური გამოკითხვებიც არ უნდა ჩაატარონ ადგილობრივმა თუ უცხოურმა ორგანიზაციებმა და რაც არ უნდა "მაღალი რეიტინგული ქულები" მიანიჭონ ზემოთაღნიშნულ პირველ პირებს, მათ მიმართ მოსახლეობის ნდობა ძალზედ დაბალია და ეს პირდაპირ აისახება ლარის "მცურავ" კურსზე.
დიახ, სწორედ ხალხის (ბიზნესის და სხვა სფეროების) ფინანსურ–ეკონომიკური და ფსიქოლოგიური უნდობლობა ჰქმნის იმ პანიკას და აჟიოტაჟს, რომელიც უკვე 9 თვეა იწვევს ლარის "ციებ–ცხელებას", რასაც ბოლო არ უჩანს. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხალხს, ლარის, ანუ "ხვალინდელი დღის იმედი არ აქვს" და ამიტომაც ვერ ელევა უცხოურ მყარ ვალუტას, რაც მის დეფიციტს იწვევს, რომელიც სავარაუდოდ მიიყვანს ქვეყანას საშიშ ინფლაციურ პროცესებამდე! მოკლედ, ივანიშვილის დღევანდელი "მოქალაქის სტატუსი" და ამ ამპლუაში მისი რეიტინგი პირდაპირ პროპორციულია ლარის არსებული კურსის! ამიტომ, მდგომარეობის გამოსასწორებლად, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად და მის შემდგომ გასამყარებლად აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, – ივანიშვილის იმ პოზიციაზე დაბრუნება, რომელიც მან დატოვა 2013 წლის ნოემბერში, რაც შედეგიანს გახდის მთავრობის და ეროვნული ბანკის სხვადასხვა კომპლექსურ ღონისძიებებს (მონეტარულ–ფისკალური)! წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ლარის გაუფასურება (დევალვაცია?!) გაგრძელდეს და იგი წლის ბოლოს ავიდეს საგანგაშო ზღვრამდე:1$ – 3 ლ!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.