საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი, მარკ კლეიტონი იქნება. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მარკ კლეიტონი ჯასტინ მაკკენზი სმიტს ელჩის თანამდებობაბზე აგვისტოში შეცვლის.
კლეიტონი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მოსკოვში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში 2017=2018 წლებში. მარკ კლეიტონი რუსეთში ასევე 1998-2002 წლებში საქმიანობდა საელჩოში, საგარეო პოლიტიკის მეორე მდივნად.
ჯასტინ მაკკენზი სმიტს საქართველოში ელჩის პოსტი 2016 წლის აგვისტოდან უკავია. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, იგი დიპლომატიურ საქმიანობას სხვა თანამდებობაზე განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.